პოეტი, რომანისტი დავით დეფი მუშაობს მეექვსე რომანზე - "დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება". როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა, ის პოეზიის 2 კრებულზედაც მუშაობს.
"2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პოეზიის წიგნზე ვმუშაობ. აქედან, ერთი ნიუ-იორკის ამბებზეა და იქ დაწერილი ლექსებია. მეორეს სახელწოდებაა "აქედან ყველანი ცოცხლები გავალთ", რომელზედაც უკვე თბილისში ვიმუშავე. რაც შეეხება რომანს, მას ახლა ვწერ და ამ ეტაპზე მხოლოდ სახელი შემიძლია გითხრათ, - "დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება", - განაცხადა, დავით დეფიმ.
დავით დეფი რომანის გამოცემას ჯერ არ გეგმავს. კრებულებს კი სპონსორის მოძიების შემდეგ გამოსცემს.
"ჯერ სპონსორების ძიებაში ვარ. არ ვიცი, ვინ გარისკავს ჩემი ნამუშევრების დაფინანსებას", - ამბობს დეფი.