რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერიუ რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" მისცა. მზად არის თუ არა თბილისი კრემლთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ამ კითხვაზე მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ იგი მზადაა ნებისმიერ ხელისუფლებას ესაუბროს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პრობლემა ისაა, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება უარს ამბობს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან საუბარზე რაც იმაზე მიუთითებს, რომ კრემლში დემოკრატიული კულტურა საერთოდ არ არსებობს. აქვე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დიპლომარიური ურთიერთობების არქონის პირობებშიც კი ქვეყნებს შორის ჰუმანიტარულ ასპექტში ურთიერთობა გაგრძელდება.
"რაც შეეხება ურთიერთობას ორ სახელმწიფოს შორის, ეს შესაძლებელია თუ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფოებრიობას აღიარებს და არ ეცდება საქართველოს რუკიდან წაშლას", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.