აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს 26 მაისს ეწვევა.
"არმენპრესის" ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება და აღნიშნავს, რომ გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანისა და მარკო რუბიოს შეხვედრა, რის შემდეგაც მინისტრები პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა. შემდეგ კი გაიმართება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის პრესკონფერენცია მედიის წარმომადგენლებთან.