აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განახლებას, თუ თეირანთან მოლაპარაკებების გზით მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ინდურ ტელეკომპანია India Today-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ის ამ მიზნის მიღწევას მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით ირჩევს და ჩვენ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ამისთვის“, - განაცხადა რუბიომ.
„მაგრამ საბოლოოდ, თუ ეს არ გამოვა, პრეზიდენტს აქვს ასეთი შესაძლებლობა“, - აღნიშნა მარკო რუბიომ, როდესაც ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განახლების საკითხზე საუბრობდა.
„თუმცა ჩვენ ამას არ ვანიჭებთ უპირატესობას.. ჩვენი პირველი არჩევანი მოლაპარაკებების გზით შეთანხმებაა და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ,“ - თქვა რუბიომ.