მხატვარი ზაალ სულაკაური მწერლებისა და პოეტების კარიკატურებზე მუშაობს. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფენას მოაწყობს.
"საჯარო ბიბლიოთეკაში მინდა ახალი გამოფენა მოვაწყო, სადაც ქართველი და არაქართველი მწერლებისა და პოეტების კარიკატურას გამოვფენ. პერიოდს არ აქვს მნიშვნელობა, უხსოვარი დროიდან დღემდე, ვინც ჩემთვის საინტერესო იქნება, იმათ კარიკატურას ვქმნი და გამოფენისთვის ვაგროვებ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სულაკაურმა.
ზაალ სულაკაური აცხადებს, რომ ხატვა ერთი წლის ასაკში დაიწყო.
"მას შემდეგ დღემდე არ გავჩერებულვარ. საერთოდ, ადამიანების ხატვა მიყვარდა თავიდანვე, კარიკატურის საშუალებით ვცდილობ საინტერესოდ და იუმორით გადმოვცე ადამიანის სულიერი სამყარო", - ამბობს სულაკაური.
გამოფენა ნოემბერში იგეგმება.