საერთაშორისო კონკურსი " Golden talent 2011-Batumi" ჯგუფმა ელდრაინმა კონცერტი გახსნა. ჯგუფმა თავისი ჰიტი და ერთი ახალი სიმღერა შეასრულა.
ბათუმის სცენაზე 45 წუთიანი პროგრამით წარსდგა ჯგუფი "ბლუ", სადაც მათ ძველი და ახალი რეპერტუარი იმღერეს.
"ძალიან მოგვეწონა ბათუმი, გვინდა კიდევ დავბრუნდეთ და კონცერტები გავმართოთ. ძალიან აქტიური მსმენელი გყავთ, რამაც ძალიან დადებითად იმოქმედა ჩვენზე", - განაცხადეს ჯგუფის წევრებმა.
"ჯგუფს ძალიან მოეწონათ სცენა და ჩვენი ტექნიკური საშუალებები, კონცერტის გაფორმება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორმა ეკა ჩიტაიჩვილმა
საღამოზე კონკურსანტებიც გამოვიდნენ და სცენაზე მაიკ ჯექსონის ჰიტი შეასრულეს. მათ შორის სალომე ქათამაძეც იყო, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარადგენს.
"ძალიან კარგი საღამო იყო, "ბლუ" ჩემი საყვარელი ჯგუფია და დიდი სიამოვნებით მათ კონცერტს დავესწარი. რაც შეეხება, კონკურსს ძალიან ვნერვიულობ, მინდა მაყურებლის და მსმენლის წინაშე ღირსეულად წარვსდგე", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" სალომე ქათამაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა ბათუმი უკვე დატოვა.