მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერის "MARILENA II" კაპიტანმა, რუმინეთის მოქალაქე მარჩიან კონტანტი ჰარალამბიმ, ბიუჯეტის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული 50 000 ლარი გადაიხადა. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმის ნავსადგურის გარე რეიდზე, მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი "MARILENA II"-ი 2 სექტემბერს დააკავა.