ზაალ სულაკაური საბავშვო ცენტრს ხსნის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კარიკატურისტმა განუცხადა ოქტომბრის თვეში მშობლებს უკვე საშუალება ექნებათ, სულაკაურის ბავშვთა ცენტრში შვილები მიიყვანონ.
"შევეცდებით ცენტრში მოსულ პატარას ისეთი ატმოსფერო შევუქმნათ, რომ მშობელი არ გაახსენდეს და თამაშებში აგვყვეს. მშობელს საშუალება ექნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბავშვი ცენტრში დატოვოს. ძალიან კარგი პროექტია, იმიტომ რომ ის პერიოდი დედას საშუალება აქვს წავიდეს მაღაზიაში, სამსახურში ან მეგობრებში. ვფიქრობ, გაამართლებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ზაალ სულაკაურმა.
შეგახსენებთ, რომ ზაალმა 2005 წელს სამხატვრო სტუდია გახსნა და დღეისათვის მასში 180 ბავშვი ხატვას სწავლობს.