ლიტერატურის მუზეუმში მალე გრიგოლ რობაქიძის და შტეფან ცვაიგის პირადი წერილები გამოიფინება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბქარაძემ განუცხადა სულ რამდნეიმე წერილი იქნა ნაპოვნი.
"ძალიან საინტერესო წერილებია. ცვაიგი გრიგოლ რობაქიძის გზამკვლევი იყო, მან გაუხსნა გზა გერმანიაში. გვინდა, მათი წერილები იმ 5-ტომეულშიც შევიტანოთ, რომელსაც წლის ბოლოს გამოვცემთ", - განუცხადა, "ჯი-ეიჩ-ენს", ბაქრაძმე.
"გრიგოლ რობაქიძემ "გველის პერანგი" რომ დაწერა, უკვე გერმანიაში წასვლა უნდოდა და დაინტერესებული იყო, ეს ნაწარმოები გერმანულად თარგმნილიყო. მან ცვაიგი აირჩია, რათა გაეკვლია გზა ლიტერატურულ სამყაროში, რომლის წინასიტყვაობით გერმანულად ითარგმნა და დაიბეჭდა "გველის პერანგი". მათი გაცნობა 1828 წლის 10 სექტემბეტს მოხდა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რობაქიძის მკვლევარმა, ლალი ცომაიამ.
შეგახსენებთ, რომ შტეფან ცვაიგმა და გრიგოლ რობაქიძემ ერთმანეთი მოსკოვში, ლევ ტოლსტოის იუბილეზე გაიცნეს.