"ქრისტიან-დემოკრატები" გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოდიან. საპარალმენტო უმცირესობა თბილისის მერის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელიც დედაქალაქში პენსიის 10 ლარით გაზრდას ითვალისწინებს. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პენსიის ზრდა მხოლოდ თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას შეეხება და ასაკობრივი ზღვრის მიხედვით გადანაწილდება, რაც დაუშვებელია. გიორგი თარგამაძის პოლიტიკური გუნდი გიგი უგულავას დეტალების დასაზუსტებლად რამდენიმე შეკითხვას დღეს გაუგზავნის.
"რა დააშავეს ჩვენს სოფლებში, რაიონებში, მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში მაცხოვრებელმა პენსიონერებმა. ეს არის კითხვა, რომელსაც ჩვენ დავსვავთ დღეს და დაუსვავთ ამ კითხვას ასევე თბილისის ხელმძღვანელობასაც. რა დააშავეს ინვალიდებმა, იმიტომ რომ იზრდება მხოლოდ ასაკობრივი პენსია და არა სხვა პენსიები" - აცახდებს ლევან ვეფხვაძე.