7 სექტემბრიდან - 10 სექტემბერის ჩათვლით, ბათუმი საერთაშორისო კონკურს "Golden talent 2011-Batumi"-ს მაპინძლობს,. საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სალომე ქათამაძე წარადგენს. სალომე ქათამაძის კანდიდატურა სპეციალურმა ჟიურიმ, 26 ივნისს დავით ევგენიძის ხელმძღვანელობით, პირდაპირ ეთერში შეარჩია. საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსი „Golden Talent 2011-Batimi" მსოფლიოს 25 ქვეყნის პოპულიარულ შემსრულებლებს უმასპინძლებს.
საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსის „Golden Talent 2011-Batumi"-ის საქართველოს ტერიტორიაზე პიდაპირ სატელევიზიო ტრანსლიაციას უზრუნველყოფს ტელეკომპანია "იმედი", ხოლო სხვა და სხვა ქვეყნებში პირდაპირ და შემდგომ სატელევიზიო ჩვენებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კონკურსის პარტნიორი ტელეკომპანიები
. ფესტივალს გააშუქებს 25 ქვეყნის სახელმწიფო თუ მუსიკალური არხი. ხოლო უკრაინის ცენტრალური ტელევიზია უზრუნველყოფს ფესტივალის გაშუქებას ქვეყნნის 70-ზე მეტ რეგიონალურ არხზე. კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება ხდება შემდეგი ნომინაციებით: 1 პრემია - გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი პრემია 20 000 აშშ დოლარი. 2 პრემია - გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი პრემია 15 000 აშშ დოლარი. 3 პრემია - გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი პრემია 10 000 აშშ დოლარი. კონკურსის გამარჯვებულს განსაზრვრავს ჟიური.
კონკურსის დანარჩენი მონაწილეები ღებულობენ სხვა და სხვა ნომინაციებს და ფასიან ჯილდოებს. კონკურსს გარდა ღონიძიებაში მონაწილეობენ ჟიურიში მოწვეულნი არიან საზღვარგარეთის პოპ-მუსიკის ვარსკვლავები, მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ჯგუფები. მათ შორის Amerie, Shontell,Chris Willis 4 დღის განმავლობაში - 4 გრანდიოზული შოუ ელოდება ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს. ძირითადი საკონკურსო პროგრამის შემდეგ ფესტივალის ორგანიზატორები ბათუმის სტუმრებს ღამის კლუბებში ეპატიჟებიან, სადაც Sam Obernik-ს, Kate Ryan-ს და სხვა მუსიკოსებს შეგიძლიათ მოუსმინოთ. ფესტივალი გაფორმებული იქნება პიროტექნიკური და ანიმაციური შოუ-ელემენტებით. სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ბათუმს ეწვევიან სანახაობრივი შოუს საუკეთესო წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები