ჯონდი ბაღათურია დღეს 2009 წელს შეაჯამებს. "ქართული დასის" ლიდერი ხალხს ანგარიშს ჩააბარებს.
ჯონდი ბაღათურიას განმარტებით, უკვე მზად არის რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც თბილისში პენსიონერთათვის მგზავრობის ტარიფების განახევრებას, წყლის, ასევე დასუფთავების გადასახადებისგან საერთოდ განთავისუფლებას ითვალისწინებს. რა გააკეთა 2009 წელს და რას გეგმავს 2010 წელს, ამის შესახებ ბაღათურია ვრცლად დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.