ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი სეზონს 8 ოქტომბერს გახსნის.
"ჩვენი თეატრი ფესტივალზე 2 სპექტაკლს წარადგენს. ერთი დათო დოიაშვილის სპექტაკლი "სირანო დე ბერჟერაკია" და მეორე მანანა ბერიკაშვილის "აკრძალული თამაშები". 8 ოქტომბერს "თბილისის თეატრალური ფესტივალი" მთავრდება, რის შემდეგაც ჩვენი თეატრი სეზონს გახსნის. სავარაუდოდ, სეზონს "სირანო დე ბერჟერაკი გახსნის", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო გალეგაშვილმა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი დავით დოიაშვილია, მუსიკალური ხელმძღვანელი კი ნიკა მემანიშვილი.