გრიგოლ რობაქიძის შესახებ დაარქივებული მასალა მალე 5-ტომეულის სახით გამოვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ განუცხადა, ტომეულზე მუშაობა მალე დასრულდება.
"ძალიან დიდი ხანია რაც რობაქიძის ტომეული გვინდა გამოვცეთ. მუდამ ახალ რაღაცებს აღმოვაჩენთ ხოლმე და ამიტომ სულ ველოდებით კიდევ რამე გამოჩნდეს, რასაც შევიტანთ. ასე დაგროვდა 5 ტომი, რომელშიც წერილები და ნამუშევრები შევა. ყველაფერს თავს მოვუყრით და წლის ბოლომდე 5 ტომეულს გამოვცემთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლიტერატურის მუზეუმს სულ ახლახან გრიგოლ რობაქიძის პირადი წერილები გადაეცა. წერილები მუზეუმს გიტა ფონ შტრახვიტცის დამ, ბეტინამ გადასცა.