პარლამენტმა გია ცაგარეიშვილის მიერ ახლად შექმნილი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ოფიციალურად დაარეგისტრირა.
რეგლამენტის შესაბამისად, ფრაქციის რეგისტრაციას კენჭი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ეყარა, რაზედაც დეპუტატებმა თანხმობა განაცხადეს.
"იმედი გვაქვს, ახალი ფრაქცია აქტიურად და კონსტრუქციულად იმუშავებს", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა, რომელიც ბიუროს სხდომას ხელმძღვანელობდა.
საკანონმდებლო ორგანოში ახალი ფრაქცია 15 ივლისს შეიქმნა. მისი თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილია, მოადგილე - კარლო კოპალიანი, მდივნად კი დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნა არჩეული.