ბუბა კიკაბიძე ელდარ შენგელიასთან ერთად ფილმს იღებს. სურათის სხელწოდება "დიაგნოზი ქართველები" იქნება. როგორც კიკაბიძე აღნიშნავს ამ ფილმში ქართველების სახე და თვისებები იქნება გადმოცემული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კიკაბიძის პროდუსერმა განუცხადა, მსახიობი ამ ეტაპზე სპონსორების მოძიების მცდელობაშია.
შეგახსენებთ, რომ ელდარ შენგელაიას შვილის დაღუპვის შემდეგ, უკვე 5 წელია, ფილმი არ გადაუღია. როგორც კინომცოდნეები აცხადებენ, ეს ფილმი შენგელაიას კინოინდუსტრიაში ერთგვარი დაბრუნების სიმბოლოდ იქცევა.