სტუდია 20-th Century Fox-მა ჯონ მურს ფილმ "კერკეტი კაკალი 5"-ის რეჟისორობა შესთავაზა. ამ დროისთვის სტუდია მურთან მოლაპარაკების პროცესშია.
სავარაუდოდ, ფილმის მეხუთე ნაწილის გადაღება რუსეთში მოხდება.
ჯონ მაკლეინის ფილმში "კერკეტი კაკალი 5", ისევე როგორც ყველა დანარჩენ სერიაში, მთავარ როლს ბრიუს უილისი ითამაშებს.
თავდაპირველად "კერკეტი კაკალი 5"-ის რეჟისორად ნოამ მურო მიიჩნეოდა, თუმცა 2011 წლის ივლისის ბოლოსკენ ცნობილი გახდა, რომ მან უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე. სტუდიამ რეჟისორის სავარძლის მსურველ პოტენციურ კანდიდატთა ჩამონათვალი შეადგინა, მასში შევიდნენ ჯო კორნიში, ჯასტინ ლი, ნიკოლას ვინდინგ რეფნი და ჯონ მური. საბოლოო არჩევანი ჯონ მურზე გაკეთდა, რაც უილსმაც მოიწონა.