რეჟისორი და სცენარისტი კემერონ კროუ თავისი ახალი ფილმისთვის სცენარის წერას შეუდგა. ამის შესახებ "ფლეილისთი" იუწყება.
"ახალი სურათის შექმნის იდეა, ფილმისთვის "ჩვენ შევიძინეთ ზოოპარკი" მსახიობთა შერჩევის დროს გაჩნდა (ამჟამად კროუ ფილმზე მუშაობას ასრულებს). მე მყავს თანამშრომელი ქეილ ლევინი, იგი მსახიობთა შერჩევის სპეციალისტია. ფილმისათვის "ჩვენ შევიძინეთ ზოოპარკი" მან მრავალი საინტერესო სახე იპოვა. ვხდებოდი მათ და ვფიქრობდი: მიმდინარე პროექტს ისინი არ შეეფერებიან, მაგრამ კარგი იქნებოდა მათი ერთ ფილმში თავმოყრა. ასე დავიწყე ახალ სცენარზე მუშაობა", - აცხადედებს კროუ.
ლევინი ადრეც თანამშრომლობდა კროუსთან. ის მონაწილეობდა შემდეგ ფილმებზე მუშაობაში: "ჯერი მაგუაიერი", "თითქმის ცნობილი" "ვანილის ცა", "ელიზაბეტტაუნი", სადაც რეჟისორი და სცენარისტი კემერონ კროუ იყო.
ფილმში "ჩვენ შევიძინეთ ზოოპარკი" საუბარია ბრიტანულ ოჯახზე, რომელმაც ცხოვრების მთელი დანაზოგი მიტოვებული ზოოპარკის აღდგენას დაახარჯა. ოჯახის უფროსის როლს მეტ დეიმონი ასრულებს. ფილმში დაკავებული არიან სკარლეტ იოჰანსონი და ელ ფალინგი. ფილმი გაქირავებაში, სავარაუდოდ, 2011 წლის დეკემბერში გამოვა.