ევროკავშირმა არ უნდა დახუროს საზღვრები მეოზბელი ქვყენებისთვის, რომელებიც ცდილობენ დემოკრატიული ფასუელობების დამკვიდრებას ევროპასან ახლო. ამიტომაც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროექტის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს კონტაქტების გამარტივება ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებსა და აღმოსავლეთის პარტნოიორობის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ბელორუსი, უკრაინა) ქვეყნების მოქალაქეებს შორის. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის მარშალმა გჟეგოჟ სხეტინამ ევროკავშირის ქვეყნების ასგარეო საქმეთა კომისიის ხელმძღვანელებთან და აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან განაცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიზაციის პროცესი ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოების ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს. პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპამ არ უნდა დახუროს საზღვრები, თუ საზღვრებს მიღმა მისი მეგობრები არიან, რომლებიც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს და განხსნილები არიან დიალოგისთვის.
სხეტინას განცხადებით, აღმოსავლეთის პარტნიორობა მხარს დაუჭერს ევორკავშირის ქვეყნებთან კონტაქტების გამარტივებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პროექტის მხარდაჭერა, რომლის მიღებაც 29-30 სექტემბერს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ვარშავაში იგეგმება.
შეგახსენებთ რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატორები პოლონეთი და შვედეთი არიან. პარტნიორობა ითვალისწინებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანმაშრომლობას ევროკავშირის მეზობელ 6 სახელმწიფოსთან - საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ბელორუსი, უკრაინა
პროგრამით გათვალისწინებული არ არის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროექტში ჩართული ქვყენების ევროკავშირის წევრობას, მაგრამ გათვალისწინებულია სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, თავისუფალი ვაჭრობა. განხორციელებული იქნება პროექტები სტუდენტების გაცვლის, გარემოს დაცვისა და ენერგოზრუნველყოფის საკითხებში.