პოლიტიკური მოძრაობა "სამართალიანი საქართველოსათვის" ლიდერი მორიგი ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.
ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის მმართველი პარტია "ედიანაია როსიას" წევრებსა და დუმის ხელმძღვანელობას შეხვდება. ვიზიტის დროს მთავარი განსახილველი საკითხები საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება იქნება.
"ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. საქართველოში ყველა ჩვენს თანამოქალაქეს სურს ექსპორტის აღდგენა. საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უნდა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. სამართლიანი არჩევნებისათვის აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეების რეგისტრაცია რუსეთში, იმისათვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ ვინ არის აქ და ვინ არის იქ, რომ ვერავინ ვერ მიითვისოს ჩვენი თანამოქალაქეების ხმები",_ აცხადებს ნოღაიდელი და დასძენს, რომ ეს მოსკოვში მისი ბოლო ვიზიტი არ არის და იგი ამ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს.
ზურაბ ნოღაიდელი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოსკოვში მესამედ ჩადის. იგი რამდემჯერმე უკვე შეხვდა რუსეთის მმართველი წრეების წარმომადგენლებს და მადლობაც გადაუხადა "ედინაია როსიას" ტირძნისიდან გატაცებული ბავშვების გათავისუფლებაში დახმარებისათვის.
ნოღაიდელის მტკიცებით, მის მიერ მოსკოვში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი თემა, "დიდების მემორიალის" მოსკოვში დადგმაც იქნება.
მასალის გამოყენების პირობები