სამეფო უბნის თეატრი სეზონს საპრემიერო ჩვენებით გახსნის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის ხელმძღვანელმა ნიკა თავაძემ განუცხადა, სეზონი სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება.
"ახლა მიდის სცენარზე მუშაობა, გვინდა საპრემიერო ჩვენებით გავხსნათ სეზონი. დაახლოებით პირველ ოქტომბერს გავხსნით და ამას თეატრალურ ფესტივალს მივუძღვნით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თავაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი "არდიფესტი" სამეფო უბნის თეატრში დაარსდა და პირველად 2008 წლის ივნისში ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში 5 დღის განმავლობაში 25-წუთიანი სპექტაკლები იდგმებოდა. ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალის ჟიურის თემურ ჩხეიძე ხელმძღვანელობდა.