შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმის ნავსადგურის გარე რეიდზე, მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი "MARILENA II" დააკავა.
აღნიშნული გემის კაპიტანს, რუმინეთის მოქალაქე მარსეან კონსტანტინ ჰარალამბის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა 1) მუხლის I ნაწილის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.