სარემონდტო სამუშაოების გამო მიქელაძის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი ადგილს შეიცვლის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის ხელმძღვანელმა, თემურ ბადრიაშვილმა განუცხადა თეატრი თავის ადგილს გაზაფხულზე დაუბრუნდება.
"ახლა მიდის მოლაპარაკებები ჯერ არ ვიცით ვინ შეგვიკედლებს. თოჯინების თეატრი სეზონს შემოდგომაზე მაინც გახსნის", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბადრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი 1934 წელს დაარსდა.