23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ჯონი აფაქიძეს მოუსმენენ. იგი დეპუტატებს საერთაშორისო ურთიერთობების, უნივერსიტეტში სასწავლო-სამეცნიერი პროცესის მიმდინარეობისა და უახლოესი ამოცანების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
კომისიის ხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებსაც ელოდებიან. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს შეაფასებენ.