5 სექტემბერს ბრიტანელი მომღერლის, კომპოზიტორის, პიანისტის, გიტარისტის, ცნობილ როკ-ჯგუფ Queen-ის წევრის, ფრედი მერკურის დაბადებიდან 65 წელი სრულდება.
ფრედი მერკური (ფაროჰ ბულსარა) 1964 წლის 5 სექტემბერს ზანზაბარის კუნძულზე, ტანზანიაში დაიბადა. 1964 წელს იგი ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ორი წლის შემდეგ სწავლა დაიწყო კოლეჯში, გრაფიკული ილუსტრირების კათედრაზე.
პროფესიული მუსიკალური კარიერა 1970 წელს ჯგუფ "სმაილში" დაიწყო, რომელსაც მისი დაჟინებული მოთხოვნით მოგვიანებით "ქუინი" ეწოდა. ჯგუფის შემადგენლობაში მან 13 ალბომი ჩაწერა.
როგორც შემსრულებელი, მერკური გამოირჩეოდა არაჩვეულებრიი ვოკალური მონაცემებით, ხოლო როგორც კომპოზიტორმა შექმნა უამრავი მსოფლიო ჰიტი, მათ შორის: Bohemian Rhapsody; Killer Queen; Somebody to Love; Don't Stop Me Now; We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. მერკური გარკვეულ ხანს იზრდებოდა ინდოეთში, ამიტომ იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად. 2006 წელს ჟურნალმა Time Asia იგი შერაცხა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აზიელ გმირად ბოლო 60 წლის განმავლობაში და ახლაც იგი არის საუკეთესო მომღერალთაგანი პოპულარული მუსიკის ისტორიაში.
1986 წელს გავრცელდა ხმები, რომ მუსიკოსი შიდსით იყო ავად, თუმცა მერკური ამას უარყოფდა. 1991 წლის 23 ნოემბერს მომღერალმა ოფიციალურად აღიარა, რომ ის ნამდვილად ავად იყო. მეორე დღეს, 24 ნოემბერს, იგი საკუთარ სახლში შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით გარდაიცვალა.