საქართველოს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქართველი მრევლისა და ჩვენი ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამრევლოების მმართველმა, ეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული).
სინოდის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობის სტატუსი დიდი ბრიტანეთის მაგალითზე განისაზღვროს შემდეგნაირად: "საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია~.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი შეთანხმებულია კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა დღეს, 22 დეკემბერს გაიმართა. მას უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავმჯდომარეობდა.