თურქეთი ისრაელს დიპლომატიურ წარმომადგენლობის რანგს შეუმცირებს. სავარაუდოდ, ისაერლის ელჩი თურქეთში ქვეყანას დატოვებს და ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მეორე მდივანი უხელმძღვანელებს.
როგორც ისრაელის მედია იუწყტება აღნიშნულის მიზეზი გაეროს გენერალური მდივნის მიერ თავისუფლების ფლოტილიის შარშანდელი ინციდენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის ჯეფრი პალმერის დასკვნა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბინამიან მეთანიახუს პრინციპული პოზიცია იქნება, რომელიც აღნიშნული ინციდენტის გამო თურქეთისათვის ბოდიშის მოხდა არ აპირებს.
ისრაელის ელჩი თურქეთში, გაბი ლევი ამჟმაად ისრაელში იმყოფება და სავარაუდოდ, თურქეთში დაბრუნებას ვერ შეძლებს.
"პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ მეთანიაჰუმ ერთაზროვნად გადაწყვიტა ბოდიში არ მოუხადოს თურქეთს და ულტიმატუმები მასზე გავლენას ვერ ახდენენ, აცხადებენ იერუსალიმში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეტა მინისტრს ახმედ დავიდოღლუს და სთხოვა არ გაართულოს ისრაელსა და თურქეთს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა.
უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს მიერ შექმნილმა კომისიამ, რომელსაც ახალი ზელანდიის ექს-პრემიერი ჯეფრი პალმერი ხელმძღვანელობს, თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ისრაელს გააჩნია ღაზას სექტორის ბლოკადისლეგიტიმური უფლება.
აღნიშნულის მიხედვით, თურქეთის ფლოტილიის განზრახვა ბლოკადის გარღვევისა იყო უკანონო ხოლო ისრაელს ჰქონდა სრული უფლება დაეკავენინა გემები.
აღნიშნულის მიუხედავად, დასკვნაში ისრაელის ქმედება შეფასებულია, როგორც გადამეტებული და აღნიშნულია, რომ ამ ქვეყანამ დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციები უნდა გადაუხადოს
ისრაელი დათანხმდა აღნიშნულ დასკვნას, თუმცა დოკუმენტმა თურქეთის პოლიტიკურ წრებში მრისხანება გამოიწვია.
გუშინ, 1 სექტემბერს თურქეთმა საგარეო საქმეთა მინისტრის მეშვეობით კიდევ ერთხელ მოითხოვა ისრაელისგან ბოდიშის მოხდა და მას 24-საათიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარად გადაწყვეტილი აქვს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან. ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში აცხადებენ, რომ იერუსალიმი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და თურქეთის მოქალაქეების დაღუპვაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.