მსახიობები - მილა იოვოვიჩი, ქეით ბეკუნსეილი და სოფია ვერგარა - კომიქსების სერია "სახიფათო გოგონას" ადაპტაციაში ითამაშებენ.
ფართოეკრანიანი ადაპტაცია წარმოადგენს მოქმედებების ნაზავს ფილმებიდან: "მოკალი ბილი", "ინდიანა ჯონსი", "შეუსრულებელი მისია". ფილმის რეჟისორია ტოდ ლინკოლნი ("მოვლენა").
ახალი ბოევიკის სიუჟეტი ყოფილი არქეოლოგის ები ჩეისის ირგვლივ ვითარდება, რომელიც სრულიად საიდუმლო ჯაშუშურ ორგანიაზაცია "სახიფათო გოგონაში" ერთვება, რომელსაც ბრიტანეთის გადამდგარი სპეცაგენტი ხელმძღვანელობს.
ეიბი და მისი ორი თანამშრომელი სიდნი სევაჯი და ნატალი კასტლი პირველ დავალებას იღებენ: აღმოაჩინონ რამდენიმე საიდუმლო რელიკვია მანამ, ვიდრე ეს სიწმინდე უზარმაზარი დანაშაულებრივი ორგანიზაციის, "ჰამერ სინდიკატის" ხელში აღმოჩნდება. "ჰამერ სინდიკატი". მსოფლიო ბატონობაზე პრეტენზიას აცხადებს.