"ეს არის ბრძოლა სცენიდან და ბრძოლა ხელოვანებისთვის. მე ამ ყველაფერს დავარქმევდი - სპექტაკლს, რომელსაც კულტურის თავისუფლება ჰქვია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" მსახიობმა ლევან ხურციამ.
რუსთაველის დასის წევრებს შორის აზრი გაიყო. ნაწილი ფიქრობს, რომ ბრძოლა ხელოვანებისთვის სცენიდან უნდა მოხდეს, ნაწილი კი სპექტაკლების შეწყვეტას ითხოვს, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც "საერთოდ აღარაფრის იმედი აქვთ".
"ბოლომდე მინდა ვიბრძოლო იმისთვის, რომ საქართველოში კულტურა არ მოკვდეს, როცა კულტურის დასამარება იწყება მაშინ მას ერის გადაგვარება მოყვება. თუ გვინდა შევქმნათ მომავალი არ უნდა დავივიწყოთ წარსული. იმიტომ რომ თუ წარსულს დავივიწყებთ არც აწმყო გვექნება და არც მომავალი", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ხურციამ.
რობერტ სტურუას მხარდასაჭერ გამართულ გუშინდელ აქციაზე, რუსთაველის თეატრის წინ გამოკრული იყო ტექსტი - "ვეთანხმები თეატრის დასის პოზიციას რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია", რაზეც აქციაზე შეკრებილი საზოგადოება აწერდა ხელს.