ხვალ, 1-ელ სექტემბერს, 20:00 საათზე, "დიოგენეს" კინოკლუბში გაიმართება ვიტალი მელნიკოვის ფილმის "შვებულება სექტემბერში'' ჩვენება.
ფილმი გადაღებულია ალექსანდ ვამპილოვის შესანიშნავი პიესის, "იხვებზე ნადირობის" მოტივებზე. ბილეთის ფასი 3 ლარია. ბილეთის ფასში შედის ჩაი, ყავა ან ლუდი
წიგნის მაღაზია "დიოგენე" სტუმრებს სიურპრიზსაც სთავაზობს: მთელი სექტემბრის განმავლობაში, მაღაზიის პირველი სტუმარი მიირებს ოცდაათი დასახელების ჩაიდან ნებისმიერს სრულიად უფასოდ.
გარდა ამისა, მაღაზია "დიოგენეს" უფასო გათამაშებას აწყობს. გათამაშებაში მონაწილეობა მსურველებს მაღაზიის დაგროვებით ბარათზე მინიმუმ 1 ქულის დაგროვების შემთხვევაში შეუძლიათ. ერთ ბარათზე ერთი ბილეთის მიღებაა შესაძლებელი. სექტემბრის ბოლოს კი, გამარჯვებული გამოვლინდება.