რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამმართველოს დაღესტნის განყოფილება აცხადებს, რომ საქართველოში დაღესტანში გადასასროლად სპეციალური დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფი მზადდება. მათი ინფორმაციით, აღნიშნულმა ჯგუფმა დაღესტნის სათბობ-ენერგეტიულ სისტემაზე და სარკინიგზო ტრანსპორტზე დივერსიები უნდა განახორცილოს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამართველოს დაღესტნის განყოფილების პრესსამსახური ავრცელებს.
მათი განცხადებით, ამ ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დაცვის ღონისძიებები გამკაცრებულია.