ხობის საერთაშორისო ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზე" 16 სექტემბეტს გაიხსნება. ფესტივალის ფარგლებში ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართება, მათ შორის ანზორ ერქომაიშვილის წიგნის "გზები, სიმღერები, ადამიანები" (კომპაქტდისკით). სპეციალურად ფესტივალისთვის მომზადდა ალექსანდრე ბასილაიას იმ ბენეფისის ვიდეოდისკი, რომელიც ხობის მე-4 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.
ხობის სტადიონზე ფესტივალის საფინალო გალაკონცერტი გაიმართება, რომელსაც გვანცა დარასელია და ვასილ ჩიქოვანი წაუძღვებიან. კონცერტში ანსამბლი "რუსთავი", ევროვიზიის ფინალისტი ევა რივასი, დათო ხუჯაძე, ზურაბ სოტკილავა, ელიზა და თემურ ბოჯგუები და მსოფლიოს 10 ქვეყნიდან წარმოდგენილი მომღერლები მონაწილეობენ.
ფესტივალის ფარგლებში სახელგანთქმული ფოლკლორული ანსამბლის - "გორდელას" დაარსებიდან 50 წლის იუბილე მოეწყობა და გომარ სიხარულიძის ავტორობით გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. იგი განათლების, კულტურის და სულიერების აღორძინების საერთაშოისო საქველომოქმედო ფონდ "ხობის"; ქართული ხალხური სიმღერების ცენტრის, საქართველოს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემოსვანეთში. ხობის რაიონის საკრებულო და მუნიციპალიტეტის პატრონაჟით ხორციელდება.