ვაჟა აზარაშვილი სიმღერების ორ ტომეულზე მუშაობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპოზიტორმა განუცხადა ბევრი ნამუშევარი დაუგროვდა, რომლის დახარისხებასაც დიდი დრო მოანდომა.
"ძალიან ბევრი ნაწარმოები დამიგროვდა, პირველ ტომში 70-ს და მეორეში - 80-ს შევიტან. დიდი ხანია რაც ვმუშაობ. დრო რომ გადის რაღაცეები არ მოგწონს, რაღავას ცვლი და ახარისხებ. ახლა, ჩემი საიუბილეო წელია და მერია კონცერტების გამართვას შემპირდა. მრავალ ჟანრში ვმუშაობ. ვგეგმავ - პირველად სიმღერის კონცერტი გავმართო, მეორე კამერული, მესამე სიმფონიური ორკესტრი. ხელს თუ შემიწყობენ და მატერიალურად დამეხმარებიან ამ კონცერტებს აუცილებლად გავმართავ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა აზარაშვილმა შარშან წიგნი სახელწოდებით "უკან მოხედვის არ მეშინია" გამოუშვა, რომელსაც დისკიც ახლავს.. "ალბათ ისე მიცხოვრია რომ გავბედე და ვთქვი, უკან მოხედვის არ მეშინია", - დასძინა, კომპოზიტორმა.