დღეს, 31 აგვისტოს, ვენეციის 68-ე კინოფესტივალი იხსნება.
ჟიურის ამერიკელი რეჟისორი დარენ არონოფსკი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობა ასეთია: ფინელი მხატვარი ეიჯა ლისა ატილა, ჯგუფ "თოქინგ ჰედის" ყოფილი ლიდერი დევიდ ბირნი, ამერიკელი კინორეჟისორი ტოდ ჰეისი, ფრანგი კინომატოგრაფისტი ანდრე ტეშინე, თეატრისა და კინოს რეჟისორი მარიო მარტონე და მსახიობი ალბა რორვაკე (ორივე იტალიიდან).
ღონისძიებას ჯორჯ კლუნის ფილმი „მარტის შუა რიცხვები" გახსნის (სადაც კლუნი არის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი).
ვენეციის 68-ე კინოფესტივალი 10 სექტემბრს დაიხურება.