წმინდა ანასა და იოაკიმეს სახელობის სამშობიარო სახლში მიმდინარე წელს 2009-ე ახალშობილი გაჩნდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ინწკირველმა და წმინდა ანასა და იოაკიმეს სახელობის სამშობიარო სახლის გენერალურმა დირექტორმა არქიმანდრიტ ადამ -ვახტანგ ახალაძემ პატარა გიორგი კვირიკაძეს დაბადების მოწმობა და წმინდა გიორგის ხატი გადასცეს.
`სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში შობადობის მაჩვენებელი გაიზარდა. ვულოცავთ ამ ოჯახს შვილის შეძენას და გადავცემთ დაბადების მოწმობას~, - აღნიშნა ნინო ინწკირველმა.
არქიმანდრიტ ადამის ინფორმაციით, შობადობის რიცხვი წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლშიც გაიზარდა.