რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, სამარაში კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა.
Astra-ს ცნობით, სამარაში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თავდასხმის შემდეგ იწვის.
10 ივნისის ღამეს სამარის ოლქის მცხოვრებლებმა აფეთქებების შესახებ განაცხადეს, ხოლო რეგიონის გუბერნატორმა რეგიონში სარაკეტო საფრთხის შესახებ გააფრთხილა მოსახლეობა.
Astra-ს ცნობით, თავდასხმის სამიზნე გახდა და ხანძარი გაუჩნდა კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
Rosneft-ის შემადგენლობაში შემავალი კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სამარის რეგიონის ნავთობინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა.