"მორჩეს "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვას" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ისედაც "უმძიმესი გამოცდები" გაიარა, მაგრამ კიდევ დამატება, რომ ყველა მათ ებრძვის "სისუსტის დემონსტრაციაა".
"მე გულწრფელად ვამბობ, მორჩეს "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვას, ისედაც უმძიმესი გამოცდები გაიარა ამ პარტიამ, ყველა თავმჯდომარის დროს სხვათა შორის, რომელთა უდიდესი ნაწილი ახლა იმ პარტიის წევრიც კი აღარ არის და ეს პარტიაზეც მეტყველებს შეიძლება, არა მხოლოდ თავმჯდომარეებზე, მაგრამ კიდევ დამატება იმის, რომ ესეც მე მებრძვის, ეს არის სისუსტის დემონსტრაცია. არ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა გინდოდეს და ამბობდე, რომ ყველას მსხვერპლი ხარ ერთდროულად, ესე არ ხდება," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო თვე-ნახევარია, „ოპოზიციური ალიანსის“ მუშაობაში არ მონაწილეობს.
„პარტია, რომელიც არცერთ სხდომაზე არ დადის ბოლო თვე-ნახევარია, მონაწილეობას არ იღებს არცერთი გადაწყვეტილების მიღებაში, 26 მაისის მიტინგთან დაკავშირებით ფეხი არ გადაუდგამს, გარდა იმისა, რომ სცენაზე გამოსვლა მოითხოვა ბოლო მომენტში და მეორე დღიდანვე, დიდი აქცია როგორც კი დაინახა, შეტევის ერთადერთი ობიექტი გავხდით, არის თუ არა წევრი, ახლა თქვენ მიპასუხეთ?
თავდასხმა იყო ჩვენი პარტიის საშუალო და დაბალ რგოლებზე. ეს არ არის ჩემთვის მოსათმენი. ჩემთან დაკავშირებით ახალი ამბავი არ არის, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა ტერმინოლოგიითაც, როგორიც არის, მაგალითად, ქათამი, ნიკუტა და ა.შ. მიშამ თუ არ იცის, აქედანაც მოისმინოს, მინდა, რომ იცოდეს“, - აღნიშნა გვარამიამ.