თომა ჩაგელიშვილი ახალ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჟურნალისტმა განაცხადა, ფილმის გადაღება 2 კვირაში დაიწყება.
"ფილმს "ახალი არხისთვის" ვიღებ. ჩემი წინა ნამუშევარი დაკარგულ ქართულ ცივილიზაციებზე იყო. ამჯერადაც ვაგრძელებ დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობას. მიმდინარეობს მოლაპარაკებები", - განაცხადა ჩაგელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ახალი არხი" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროექტია, სადაც თომა ჩაგელიშვილის 10-სერიანი დოკუმენტური ფილმი უკვე გავიდა.