2011 წლის 26 აგვისტოს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიეების შედეგად დააკავეს ქ.ბათუმში 23 აგვისტოს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, 22 წლის ლევან ნინუა.
როგორც შსს იუწყება, აღნიშნულმა პიროვნებამ 6 მაისის სახელობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, შემავალი ჭრილობა მიაყენა 18 წლის გიორგი ლალიაშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ლევან ნინუა აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108 მუხლიც, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7დან 15 წლამდე.