ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დევნილთათვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას პოპულისტულს უწოდებს.
როგორც აღნიშნულის საპასუხოდ სუბელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხები მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით გაიწერა და დაიხარჯა და მასთან უშუალოდ მის სამინისტროს შეეხება არ ჰქონია.
"ჯონდი ბაღათურიას ვურჩევ წაიკითხოს ევროკავშირის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ დევნილთათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივად დაიხარჯა", - განაცხადა სუბელიანმა და აქვე უპრეცენდენტოდ შეაფასა ხელისუფლების ის ქმედება, რომ ცეცხლის შეწყვეტიდან სამ თვეში დევნილების სრულად დაბინავება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ჯონდი ბაღათურია სუბელიანის უწყებას დევნილათათვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად დახარჯვაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება ბაღათურიამ დღეს ანტიკირიზისული საბჭოს სხდომაზე გააკეთა.