17-24 სექტემბერს, დაგეგმილი ბათუმის საავტორო ფილმების მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალი – BIAFF–ის საამივე საკონკურსო სექციის ჟიურის შერჩევა დასრულებულდა. კინოფესტივალის ორგანიზატორთა ინფორმაციით, 2011წლისთვის საერთაშორისო ჟიურის შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი:
BIAFF 2011 - მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციის ჟიური : ჟიურის თავმჯდომარე - გიორგი დულგეროვი, (ბულგარეთი); დარიუშ მეჰრჯუი, (ირანი); ოლენა ფეტისოვა; სერგეი სოლოვიოვი, (რუსეთი) და გოგი გვახარია, (საქართველო).
BIAFF 2011 - დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციის ჟიური: ჟიურის თავმჯდომარე - პაველ პავლიკოწვსკი, (დიდი ბრიტანეთი); როსიტა ვალკანოვა, (ბულგარეთი); ნოსირ საიდოვ, (ტაჯიკეთი); ირა კორმანჰაუსი, (გერმანია) და სალომე ჯაში, (საქართველო).
BIAFF 2011 - მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიური: ჟიურის თავმჯდომარე - კრისტინა ტრაპი(Director of EAVE); მოჰამად ატებაი (ირანი); რეზო ჩხიკვიშვილი (გერმანია); ელჩინ მუსაღლუ (აზერბაიჯანი) და თამარ ტატიშვილი (საქართველო).
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც უკვე მეექვსე წელია ტარდება, წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებას. კინოფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით სხვადასხვა წელს იმყოფებოდნენ - კრისტოფ ზანუსი, იერჟი რაძივილოვიჩი, იერჯი შტური ზბიგნევ რიბჩინსკი (პოლონეთი), იოს სტელინგი (ჰოლანდია), ნინო კირთაძე, ნანა ჯორჯაძე, ირაკლი კვირიკაძე (საქართველო), მანიჯე ჰეკმათი, პეგა აჰანგარანი, მოჰსენ ამირუსაფირი, აბას კიაროსტამი (ირანი), პაველ პავლიკოვსკი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ კობახიძე(საფრანგეთი), სიდიქ ბარმაკი (ავღანეთი).
ძირითადი პროგრამაში წელს იქნება 50-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმი, ხოლო ახალგაზრდულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში - 30 ფილმი. დაახლოებით 22-23 ქვეყანა იქნება სულ წარმოდგენილი.
კინოფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით, 21-23 სექტემბერს გაიმართება ინდუსტრიული შეხვედრები რომელსაც დაესრებიან - ევროპის კინოაკადემიის, ჰ. ბალსის ფონდი (როტერდამის კინოფესტივალი), EAVE, პოლონეთის კინოინსტიტუტის, ა. ვაიდას სკოლის წარმომადგენლები და პროდიუსერები.
მასალის გამოყენების პირობები