ნინო ჩხეიძემ ახალ კლიპზე მუშაობა დღეს დაიწყო. სიმღერას სახელწოდებით "ტანგო" მომღერალი რეპერ კაბუსთან ერთად ასრულებს.
"დარწმუნებული ვარ, "ტანგო" არანაკლებ პოპულარული გახდება და ძალიან მალე შეიყვარებს მსმენელი. კაბუ უნიჭიერესი მუსიკოსი და თავისი საქმის პროფესიონალია, ისევე როგორც ამ სიმღერასა და კლიპზე მომუშავე მთელი გუნდი, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ას პროცენტიანი შედეგი გვექნება", - განაცხადა, ნინო ჩხეიძემ.
კლიპის გადაღება დღეს დაიწყო, სადაც ნინო ჩხეიძე ტანგოს პარტიას ასრულებს. კლიპის რეჟისორი, ზურა მენთეშაშვილი ირწმუნება, რომ ეს ვიდეო რგოლი ნინოს შემოქმედებაში განსხვავებული იქნება.
"ეს კლიპი მის შემოქმედებაში განსაკუთრებით ღრმა და რომანრიული იქნება. სასიამოვნო გარემოში გვიწევს მუშაობა, ნიჭიერ, შრომისმოყვარე ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. კლიპის პრემიერა სექტემბრის შუა რიცხვებში იგეგმება", - თქვა, ზურა მენთეშაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეს ნინო ჩხეიძის რიგით მეოთხე კლიპია. მის შემოქმედებაში კი რეპერთან უკვე მეორე დუეტია. პირველი მან ლექს-სენთან ერთად შეასრულა, სახელწოდებით "სანთელივით დავდნები".