პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისში მომხდარ კიდევ ერთხელ ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, უნდა გამოვლინდნენ დამნაშავენი და სათანადოდ დაისაჯონ.
"ამ დღეების განმავლობაში ბევრი თქვენგანის კომენტარი მოვისმინე, განსკაუთრებით კი ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული, რომ უნდა მოხდეს ფაქტის გამოძიება და დამნაშავენი დაისაჯონ. მე ამ მოსაზრებას სრულად ვიზიარებ", - აცხადებს ბაქრაძე და დასძენს, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს დამნაშავეების დასასჯელად. ამასთან იგი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში გამოხატული უნდა იქნას სამძიმარი და გულისტკივილი
გადრაცვლილთა მიმართ და ამის შემდეგ დადგეს საქმის გამოძიების საკითხი.
აღსანიშნავია რომ მის მოსაზრებას საპარლამენტო ოპოზიციაც იზიარებს და იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ფაქტი სათანადოდ იქნება გამოძიებული და დამნაშავენი დასჯილნი.