გია ცაგარეიშვილი ითხოვს, რომ პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს ანაზღაურებადი თანაშემწის დაქირავების საშუალება მიეცეს. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს პარალმენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბრიფინგზე იგი საზოგადოების წინაშე საკუთარი ანგარიშით წარსდგა. მანს ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც პარალმენტში დამოუკიდებელი დეპუტატის მუშაობას გააჩნია.
იგი მთავარ პრობელმად ასახელებს იმას, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებს საშუალება არ აქვთ იყოლიონ ანაზღაურებათი თანაშემწე.
"ფრაცქიაში გაერთიანებულ დეპუტატებს ეს პრობლემა გარკვეულწილად მოხსნილი აქვთ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში არიან დამოუკიდებელი დეპუტატები. უბრალოდ წარმოუდგენელია დეპუტატმა შეძლოს დახმარების გარეშეEიმ აურაცხელი მასალის დამუშავება, რაც მის სახელზე შემოდის. ამას ემატება საკანონმდებლო მუშაობა. ამისთვის კი საჭიროა, დეპუტატს ჰყავდეს თანაშემწე", - აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ იგი ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებას პარალმენტის რეგლამენტში შესატანად, რათა დამოუკიდებელ დეპუტატს ანაზღაურებადი თანაშემწის ყოლის საშუალება მიეცეს.
აღიშნულ კანონპროექტს ცაგარეიშვილი პარლამენტს განსახილველად იანვარში წარუდგენს.