დღეს, 26 აგვისტოს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება ფერნანდო ჯოვანინის "აი, ეს არის ძალაუფლება", რომელიც რამდენიმე წლის წინ ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტმა, რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა.
სპექტაკლს დაესწრება იტალიელი დრამატურგი ფერნანდო ჯოვანინი, რომელიც საქართველოში საგაგნგებოდ სპექტაკლის სანახავად პიესის მთარგმნელის თამაზ მეტრეველის მოწვევით ჩამოვიდა.