27 აგვისტოს, 21:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში ვენის ოპერის თეატრის მომღერალი იულია ნოვიკოვა კონცერტს გამართავს.
კონცერტს დავით მუქერია უდირიჟორებს. მასში მონაწილეობას ბათუმელი მომღერლებიც მიიღებენ. ნოვიკოვასთან ერთად სცენაზე ბანი სულხან ჯაიანი, ტენორი ირაკლი კახიძე და მეცო-სოპრანო ეთერ ხალვაში გამოვლენ. კონცერტში მონაწილეობას აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, საოპერო სტუდია და სიმფონიური ორკესტრიც მიიღებს.
ცნობილი სოპრანო უკვე ბათუმშია და პირველი რეპეტიციაც გაიარა.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი სოპრანო იულია ნოვიკოვა ბათუმში ერთხელ უკვე იმყოფებოდა, როდესაც 2011 წლის ახალი წლის ღამეს ანდრია ბოჩელისთან ერთად გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ბილეთების შეძენა ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის სალაროში შეუძლიათ. ღირებულება 7 ლარია.