ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიის გამო სამართალდამცველებმა ს.ს. "საქფეთქმშენის" კიდევ ორი თანამშრომელი დააკავეს.
კომპანიის თბილისის და ქუთაისის ბიუროების ხელმძღვანელებს თენგიზ დარახველიძესა და თემურ გადაბაძეს ასევე უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფა ბრალდებათ.
ამ დროისთვის დაკავებულები დაკითხვაზე იმყოფებიან.
გამოძიების ინფორმაციით, მათ არ დაიცვეს ის პარამეტრები, რომლითაც შემოსაზღვრული უნდა ყოფილიყო "დიდების მემორიალის" დემონტაჟის ადგილი და რადიუსი, საიდანაც ხალხის ევაკუაცია უნდა მომხდარიყო.
შეგახსენებთ, რომ ამავე ბრალდებით რამდენიმე დღის წინ "საქფეთქმშენის" ტექნიკური დირექტორი ავთანდილ დარსაველიძე დააკავეს, რომელსაც ორი დღის წინ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.