აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელსა და ლიბანს შორის ჩარჩო შეთანხმების შესახებ განაცხადა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს აშშ-ში ისრაელისა და ლიბანის ელჩებმა. იუწყება Associated Press.
„წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. არავითარ შემთხვევაში არ ვუგულებელვყოფთ დასახული ამოცანის სირთულეს, თუმცა გვესმის მისი მნიშვნელობა. ჩვენთვის პატივია, რომ ამ პროცესის ნაწილი გავხდით“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს ჩარჩო შეთანხმება განსაზღვრავს „ჰეზბოლას“ განიარაღების პროცესს და იმ ტერიტორიების დაბრუნებას ლიბანისთვის, რომლებიც ისრაელის ძალებმა შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ბრძოლის დროს დაიკავეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცახდებით, აშშ ხელს შეუწყობს ახლად შექმნილი „ლიბანის სამხედრო კოორდინაციის ჯგუფის“ მუშაობას და 100 მილიონი დოლარს ჰუმანიტარული დახმარებისთვი გამოყოფს.
„ლიბანისთვის ეს ჩარჩო შეთანხმება რეალურ გზას ხსნის ხანგრძლივი კრიზისიდან გამოსასვლელად,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცახდებაში.
აშშ-ში ლიბანის ელჩის, ნადა ჰამადეს განცხადებით, ეს შეთანხმება ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, საომარი მოქმედებების მუდმივად შეწყვეტის უზრუნველყოფისა და მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნების გზაზე „პირველი ნაბიჯია“.
აშშ-ში ისრაელის ელჩის, იეხიელ ლეიტერის თქმით, შეთანხმების საბოლოო მიზანი ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარებაა.