დღეს, 22 დეკემბერს, პარლამენტში ფინანსთა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს ელოდებიან.
კახა ბაინდურაშვილი და დავით ტყეშელაშვილი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე არიან დაბარებულები. მათ დეპუტატებისთვის ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე დონორი ორგანიზაციებისგან თბილისისთვის გამოყოფილი 4 მილიარდი დოლარის გახარჯვის თაობაზე მოუწევთ ანგარიშის ჩაბარება.
ანტიკრიზისული საბჭოს წევრები, მათ შორის "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ეჭვობს, რომ ხელისუფლებამ გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დახარჯა.
სხდომას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში საფრანგეთის, შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩები დაესწრებიან.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა პარლამენტში 14:00 საათზე დაიწყება.