მოსკოვის სამხრეთ ნაწილში სომხეთის მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.
ცხედარს დანით მიყენებული მრავალრიცხოვანი ჭრილობები და ქალა-თავის ტრავმა აღენიშნება.
"სომხრეთის გარდაცვლილი მოქალაქე 51 წლისაა, მას დანით ჭრილობები თავის, გულმკერდისა და ყელის არეში აქვს მიყენებული", - აცხადებენ რუსი სამართალდამცავები.
მათივე ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქე მოსკოვში დროებით იყო ჩაწერილი.
მკვლელობის ადგილზე ნაპოვნია გოლფის სათამაშო ჯოხი და სამზარეულოს დანა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.